Accessibility links

ერაყში ჩავიდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი მოულოდნელად ეწვია ერაყს. მისი ვიზიტი წინ უსწრებს აშშ-ის ჯარის მზადებას, დატოვოს ერაყი იანვარში. ბაიდენი ერაყის ოფიციალურ წარმომადგენლებს მოელაპარაკება ერაყთან აშშ-ის სამომავლო ურთიერთობების შესახებ. წელს, უფრო ადრე, ბაღდადმა და ვაშინგტონმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის ჯარები 31 დეკემბრის მერეც დარჩნენ ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG