Accessibility links

რუსეთმა ევროკავშირის საზღვარზე სარადარო სისტემა გააქტიურა


რუსეთმა დღეს გააქტიურა თავის ტერიტორიაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ლატვიის და პოლონეთის საზღვარზე, კალინანგრადის ოლქში, სარადარო გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც მიმართულია სარაკეტო თავდასხმების წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი პასუხია დასავლეთის-აშშ-ის გეგმისა, განათავსოს ანტისარაკეტო ფარი ევროპაში. აშშ აცხადებს, რომ მისი ფარი ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი, შესაძლებელი საფრთხისგან თავდაცვას მოემსახურება. მაგრამ რუსეთი თვლის, რომ ასეთი ფარი მის ბირთვული დაშინების სისტემას დაასუსტებს. რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, როცა გასცა ბრძანება „ვორონეჟ დე-ემის“ სისტემის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, განაცხადა, რომ რუსეთს აღარ აკმაყოფილებს სიტყვიერი დაპირებები.
XS
SM
MD
LG