Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში განმეორებით ჩატარდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები


ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი ერთხმად მიემხრო გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ჩატარების შესახებ. საამისო თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 25 მარტი. მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ ბათილად გამოაცხადა პრეზიდენტის არჩევნების მეორე, 27 ნოემბერს ჩატარებული ტურის შედეგები დარღვევების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პროცესში. უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვის განცხადებით, არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენების უფლება აღარ ექნება ყოფილ განათლების მინისტრს, ალა ჯიოევას. სასამართლოს გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჯიოევა და მისი მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნებში სწორედ ჯიოევამ გაიმარჯვა. დღეს ცხინვალში საპროტესტო მსვლელობები გაიმართა.
XS
SM
MD
LG