Accessibility links

logo-print

გაეროს ლიდერი აქებს არჩევნებს ეგვიპტეში


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა დღეს დადებითად შეაფასა „მთლიანობაში მშვიდი და მოწესრიგებული“ არჩევნები ეგვიპტეში და შეაქო ეგვიპტის როლი „არაბულ გაზაფხულად“ წოდებულ მოვლენებში. ბან კი მუნს, მისი პრესმდივნის განცხადებით, სჯერა, რომ დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესის „დამაჯერებლად და მშვიდობიანად ჩატარებას“. ეგვიპტეში დღეს ზედიზედ მეორე დღე მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები - პირველი კენჭისყრა მას შემდეგ, რაც საპროტესტო გამოსვლებს თებერვალში მოჰყვა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა. არჩევნების პროცესი იანვარში გაგრძელდება კენჭისყრის კიდევ ორი რაუნდით, რის შემდეგაც ელექტორატს მოუწევს პარლამენტის ზედა პალატის არჩევა.
XS
SM
MD
LG