Accessibility links

logo-print

ისლანდიის პარლამენტი მხარს უჭერს პალესტინელთა სახელმწიფოს ცნობას


ისლანდიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა პალესტინელთა ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობას. 63-ადგილიან პარლამენტში 38 დეპუტატი მიემხრო რეზოლუციას, რომელიც უშვებს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას. შედეგად, გზა გაეხსნა პალესტინის სახელმწიფოებრიობის ოფიციალურად აღიარებას ისლანდიის მიერ. დღევანდელი კენჭისყრის ფონია პალესტინელების ხელმძღვანელობის ძალისხმევა, რომლის მიზანიცაა გაეროს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მოპოვება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა 23 სექტემბერს შესაბამისი განაცხადით მიმართა გაეროს გენერალურ ასამბლეას. გაეროში პალესტინელების სრულუფლებიან წევრად მიღების წინააღმდეგ გამოდიან შეერთებული შტატები და ისრაელი, რომლებიც აცხადებენ, რომ პალესტინელების სახელმწიფოს აღიარება უნდა მოჰყვეს ისრაელთან მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG