Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკლ ჯეკსონის ექიმს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


შეერთებულ შტატებში ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს პოპვარსკვლავ მაიკლ ჯეკსონის ექიმს, კონრად მარეის. ლოს ანჯელესში სასამართლომ დაადგინა, რომ მარეის ბრალი მიუძღვის ჯეკსონის სიკვდილში, რომელიც მოჰყვა მედიკამენტის ზედმეტი დოზით მიღებას. მოსამართლე მაიკლ პასტორის განცხადებით, ექიმმა მარეიმ რამდენჯერმე იცრუა, ამასთან მას არ გამოუვლენია სინანული ქმედებებისთვის ჯეკსონის მკურნალობის დროს. მოსამართლემ ექიმის ვალდებულებების დარღვევად მიიჩნია მარეის მიერ ძლიერი საანესთეზიო საშუალება პროპოფოლის დიდი დოზით გამოყენება ჯეკსონის უძილობის სამკურნალოდ.
XS
SM
MD
LG