Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევამ თავი სამხრეთ ოსეთის არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ ის არჩეული პრეზიდენტია და სახელმწიფო საბჭოს ჩამოყალიბებას აპირებს. დილით ჯიოევამ ”ინტერფაქსს” განცხადა, რომ 27 ნოემბრის არჩევნებზე მან 5 ათასი ხმით მეტი დააგროვა, ვიდრე მისმა ოპონენტმა ანატოლი ბიბილოვმა. ალა ჯიოევამ თქვა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ უგულებელჰყო ხალხის ნება და თავი კანონგარეშე დააყენა.
XS
SM
MD
LG