Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება ”მაესტროს” გარშემო გრძელდება


მთელი დღის განმავლობაში გრძელდება დაპირისპირება ტელეკომპანია ”მაესტროს” გარშემო. დილით ადრე ”მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე ადამიანთან ერთად ტელეკომპანიაში შეიჭრა და საშუალებას არ აძლევდა ”მაესტროს” თანამშრომლებს შენობაში შესყულიყვნენ. ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ არხიდან დაითხოვა"მაესტროს" პროდიუსერი მამუკა ღლონტი და გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე. თავის მხრივ, მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ "მაესტროს" ყველა დამფუძნებლის სახელით წყვეტს კონტრაქტს მმართველ კომპანიასთან. მამუკა ღლონტმა მიმართა ელჩებს, მედიას, საქართველოს მოქალაქეებს, რომ დაეცვათ ”მაესტრო” ”ეროსი კიწმარიშვილის ბანდისგან”, რათა ”არ განმეორდეს "იმედი-2"”.
XS
SM
MD
LG