Accessibility links

logo-print

ბრიტანეთმა ირანიდან გაიწვია თავისი საელჩოს თანამშრომლები


ბრიტანეთმა თავისი დიპლომატების ნაწილი გაიწვია ირანიდან მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის საელჩოში დემონსტრანტები შეიჭრნენ. ლონდონში საგარეო უწყებამ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არ დაუზუსტებია დეტალები. ირანელი დემონსტრანტები სამშაბათს შეიჭრნენ ბრიტანეთის საელჩოში და დიპლომატიური მისიის კიდევ ერთ ობიექტზე თეირანში, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და დაწვეს ბრიტანეთის დროშა. იერიშები მოეწყო მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო ბირთვული პროგრამის გამო, რომელიც, როგორც დასავლეთში შიშობენ, ემსახურება ბირთვული იარაღის შექმნას. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას. ბრიტანეთმა სამშაბათს „აღშფოთება“ გამოთქვა მის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმების გამო. თავდასხმები დაგმო გაეროს უშიშროების საბჭომაც.
XS
SM
MD
LG