Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში სიკვდილი მიუსაჯეს აფეთქებების მოწყობაში ბრალდებულებს


ბელორუსიაში სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ორ პირს, რომლებიც დამნაშავედ სცნო მინსკის მეტროში აფეთქების მოწყობაში. დმიტრი კონოვალოვი დამნაშავედ სცნეს წელს, 11 აპრილსა და 2008 წელს აფეთქებების მოწყობაში, ხოლო ვლადისლავ კოვალიოვი - კონოვალოვისათვის დახმარების გაწევაში. მათს ბრალეულობას დასაბუთებულად არ მიიჩნევენ ბელორუსი უფლებადამცველები, რომლებიც დამატებით გამოძიებას მოითხოვენ. მინსკის მეტროში წელს მოწყობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა 15 და დაიჭრა 200-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG