Accessibility links

კლინტონი სინანულს გამოთქვამს პაკისტანის გადაწყვეტილების გამო


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი სინანულს გამოთქვამს პაკისტანის გადაწყვეტილების გამო, ბოიკოტი გამოუცხადოს ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მომავალ კვირაში ჩატარდება გერმანიის ქალაქ ბონში. პაკისტანის ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია ნატოს საჰაერო დარტყმაზე, რომელმაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცი შეიწირა. პაკისტანი ნატოს აგრესიაში ადანაშაულებს მაშინ, როცა შეერთებული შტატები ირწმუნება, რომ საქმე ეხება „ტრაგიკულ“ ინციდენტს და პირობას დებს, რომ ინციდენტს გამოიძიებენ. კლინტონის განცხადებით, რომელიც მან დღეს გააკეთა ავღანეთის საკითხზე მოახლოებულ კონფერენციასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატებიც და პაკისტანიც დაინტერესებული არიან ავღანეთის უსაფრთხოებით, სტაბილურობითა და დემოკრატიულობით.
XS
SM
MD
LG