Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში გრძელდება საპროტესტო აქცია


ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობენ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებულად მიჩნეული კანდიდატის, ალა ჯიოევას მომხრეები. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ გუშინ ბათილად გამოაცხადა პრეზიდენტის არჩევნების მეორე, 27 ნოემბერს ჩატარებული ტურის შედეგები, რის შემდეგაც გადაწყდა არჩევნების განმეორებით ჩატარება მომავალი წლის 25 მარტს. ჯიოევა, რომელიც თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილებებს. ის დღეს შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის, რის შემდეგაც განაცხადა, რომ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, გაუქმდეს. ცხინვალში ჩვენი რადიოს კორესპონდენტების ცნობით, პრეზიდენტთან შეხვედრისას, ჯიოევამ მას (კოკოითის) მისცა ხელშეუხებლობის გარანტია, რის საპასუხოდაც კოკოითიმ ორი დღე ითხოვა მოსაფიქრებლად. ამ დროისთვის, დე ფაქტო მთავრობის შენობასთან შეკრებილია ჯიოევას 3000-მდე მომხრე. ისინი ელოდებიან უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის გამოჩენას.
XS
SM
MD
LG