Accessibility links

logo-print

"მაესტრო" ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს


ტელეკომპანია ”მაესტროს” მის საკუთრებად აცხადებენ როგორც დამფუძნებლები, ასევე არხის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი. ის რამდენიმე პირთან ერთად, დღეს დილის რვის ნახევრისთვის მივიდა ტელეკომპანიაში, ეზოში ღობის გავლით შეაღწია და დაკეტილ შენობაში შესვლა იქ მყოფი ერთ-ერთი დამფუძნებლისგან მოითხოვა. თავის მხრივ, ტელეკომპანიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. შექმნილი ვითარების გამო, მცირე ხანში ”მაესტროს” შენობასთან, ქუჩაში შეიკრიბნენ არხის დამფუძნებლები და ჟურნალისტები. ეზოში მყოფი ეროსი კიწმარიშვილი მისი კომპანიის დაცვის თანამშრომლებს გარკვეული დროის განმავლობაში აძლევდა მითთებებს, რომ ტერიტორიაზე არავინ შეეშვათ. როგორც კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს და ტელეკომპანიაში მიიტანა სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის არხის გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის და პროდიუსერ მამუკა ღლონტის დათხოვნის ბრძანება. კიწმარიშვილმა ”მაესტროს” დამფუძნებლები საბოტაჟში დაადანაშაულა. მისი თქმით, ”მაესტროს” 3 წლით განკარგვის უფლება მომავალი წლის ნოემბრის ბოლომდე აქვს, არხის მართვის პერიოდში კი 4,5 მილიონი დოლარი მოიზიდა. ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა ”მაესტროს” ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. მისი განცხადებით, კიწმარიშვილის მიერ დასახელებული თანხის ¾ არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ინვესტიციაა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ კიწმარიშვილის დღევანდელი მოქმედება უკანონო და პროვოკაციულია, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თხოვნით პროკურატურას მიმართავენ.
XS
SM
MD
LG