Accessibility links

logo-print

”მაესტროში” შექმნილი ვითარების გამო არხის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს


ტელეკომპანია ”მაესტროში” შექმნილი ვითარების გამო არხის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს. "ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით იმ ფორმატს, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანიის მიმართ გამოიყენა. დღემდე ვამაყობდით ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობით და სურვილი გვაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდეს. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი თანამშრომლის, მათ შორის გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის, პროდიუსერების მამუკა ღლონტის, ლევან ჩიკვაიძის და დაცვის თანამშრომლების ტელევიზიიდან გათავისუფლება. იმისთვის. რომ ვიმუშავოთ ისე, როგორც ვმუშაობდით, ეროსი კიწმარიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად უნდა დატოვოს ტელეკომპანიის შენობა და მოგვეცეს მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება” - ნათქვამია ჟურნალისტების ერთობლივ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG