Accessibility links

ბრიტანეთში ორ მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს გაფიცვაში


ბრიტანეთში ორ მილიონამდე ადამიანი ჩაერთო 24-საათიან გაფიცვაში, რომლითაც აპროტესტებენ მთავრობის მიერ დაგეგმილ საპენსიო რეფორმას. პროფკავშირების ინფორმაციით, საქმე ეხება ბრიტანეთში ბოლო სამი ათწლეულის ყველაზე ფართომასშტაბიან გაფიცვას. მასში მონაწილეობენ საჯარო სექტორში დასაქმებული პირები. ბრიტანეთის ყოველი ათი სკოლიდან დღეს მარტო ერთი გაიღო, საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით შემოიფარგლებოდნენ, ადგილობრივი უწყებები პარალიზებული იყო. გაფიცულები აპროტესტებენ რეფორმებს, რომელთა შედეგადაც, როგორც პროფკავშირები ირწმუნებიან, დასაქმებულებს მოუწევთ, მეტი ფული იხადონ საპენსიო ფონდში და უფრო დიდხანს იმუშაონ პენსიაზე გასვლამდე. მთავრობა სპენსიო რეფორმის აუცილებლობას ხსნის იმ გარემოებით, რომ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება და ბიუჯეტი ვეღარ წვდება ამჟამინდელი სისტემით გათვალისწინებულ პენსიებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა გაფიცვას „უპასუხისმგებლო“ ქმედება უწოდა და პროფკავშირებს მოუწოდა, განაგრძონ მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG