Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალური ბანკების ერთობლივმა ნაბიჯმა გამოიწვია აქციათა ინდექსების ზრდა


მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი ცენტრალური ბანკის ერთობლივი მოქმედების შედეგად, აზიისა და ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციათა ინდექსი გაიზარდა. კერძოდ, ცენტრალურმა ბანკებმა შეამცირეს აშშ დოლარში კრედიტის ფასი ევროპის ბანკებისთვის. ”ჰონგ კონგის” ინდექსი დღეს თითქმის 6 %-ით გაიზარდა, ”შანხაის” ინდექსი 3%-ზე მეტით. აშშ-ის ”დოუ ჯონსის” ინდექსი კი თითქმის 500 პუნქტით, რაც 2009 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ზრდაა. ოთხშაბთს აშშ-ის ფედერალური რეზერვების ბანკმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკებმა გადაწყვიტეს იაფად შესთავაზონ დოლარში სესხი ევროზონის ბანკებს, რომლებსაც პრობლემები აქვთ. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ნაბიჯი მსგავსია იმისა, რაც 2008 წელს მსოფლიო ბაზრების სტაბილიზაციის ხელშეწყობისთვის გადაიდგა.
XS
SM
MD
LG