Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითაღიარებული სამხრეთი ოსეთის უზენაესმა სასამართლომ დაარეგისტრირა ალა ჯიოევას საჩივარი


თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის უზენაესმა სასამართლომ დაარეგისტრირა ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის ალა ჯიოევას მომხრეთა საჩივარი, რომლითაც სასამართლოს მიერ 29 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. სასამართლომ 29 ნოემბერს ბათილად გამოაცხადა 27 ნოემბერს დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები. დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აცამაზ ბიჩენოვმა განაცხადა, რომ საჩივარი დღეს არ განიხილება და ზუსტი ვადაც ჯერ დადგენილი არ არის.
XS
SM
MD
LG