Accessibility links

logo-print

გაეროს უშიშროების საბჭოს დეკემბერში უხელმძღვანელებს რუსეთის წარმომადგენელი


დღეიდან ერთი თვის განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი. ნოემბერში ეს პოსტი პროტუგალიის წარმომადგენელს ეკავა. გაეროს უშიშროების საბჭო 15 წევრისგან შედგება. მათგან 5 (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) მუდმივი წევრია და თითოეული ვეტოს უფლებით სარგებლობს. უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება გაეროს წევრი ყველა სახელმწიფოსთვის სავალდებულოა.
XS
SM
MD
LG