Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა მიმართა "მაესტროს" თანამშრომლებს


ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლებს მიმართა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი შეფასებით, ”ხელისუფლება ცდილობს ავანტიურისტების ხელით მოსპოს თავისუფალი სიტყვის ის ნაშთებიც კი, რომელთა შენარჩუნება ”მაესტროს” ჟურნალისტებისა და მათი კოლეგების დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.” მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ დაუშვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც ენდო დღევანდელ ხელისუფალთა ლიბერალურ და დემოკრატიულ რიტორიკას, მე-9 არხი დახურა და უნებურად შეუწყო ხელი დამოუკიდებელი მედიის განადგურების ინერციის გაძლიერებას. ”როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და შესაბამისად, გავიმარჯვებთ ჩვენ ყველანი”, - ნათქვამია ტელეკომპანია ”მაესტროს” თანამშრომლებისადმი ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში.
XS
SM
MD
LG