Accessibility links

logo-print

"მაესტროს" თანამშრომლები აცხადებენ, რომ ასეთ ვითარებაში მუშაობა მიუღებელია


ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლებმა დღეს კვლავ განაცხადეს, რომ არ ეძლევათ მუშაობის სრულფასოვნად გაგრძელების საშუალება და მიესალმნენ მოწოდებას, არხის დამფუძნებელ მამუკა ღლონტსა და "რუსთავის მედიის მართვის” კომპანიის დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ. ”ვეთანხმებით სტატუს-კვოს აღდგენას, თუმცა, ვაკონკრეტებთ, რომ მოლაპარაკების დაწყების დროს "მაესტროს" ტერიტორია ეროსი კიწმარიშვილთან ერთად უნდა დატოვონ მისმა თანმხლებმა, ჩვენთვის უცხო პირებმა, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი ყოფნა ტერიტორიაზე. ისინი ხელს გვიშლიან მუშაობის გაგრძელებაში, გვიზღუდავენ გადაადგილებას, ბლოკირებულია მეორე და მესამე სართულის შესასვლელი. თითოეული ჩვენგანისთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთ ვითარებაში მუშაობა, რადგან ჩვენი აზრით, ასეთ ვერ იქნება შენარჩუნებული სარედაქციო დამოუკიდებლობა და ობიექტურობა. ჩვენ კვლავაც ვაპროტესტებთ ეროსი კიწმარიშვილის მხრიდან ტელეკომპანიაში შემოსვლის ფორმას, თანამშრომლების გათავისუფლებას და ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებასა თუ განცხადებას", - ნათქვამია ტელეკომპანია ”მაესტროს” თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG