Accessibility links

logo-print

კლინტონი: ბირმის მიერ გადადგმული ნაბიჯები იმედისმომცემია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, ბირმას მოუწოდებს გააგრძელოს რეფორმატორული ნაბიჯების გადადგმა, ათწლეულების მანძილზე მოქმედი სამხედრო რეჟიმისა და საერთაშორისო იზოლაციის შემდეგ. კლინტონი ბირმაში იმყოფება - ის ნახევარი საუკუნის განმავლობაში აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანია, რომელიც ამ ქვეყანას ესტუმრა. პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის დაიწყოს მუშაობა ბირმასთან კავშირების გაუმჯობესებაზე და ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებაზე, თუკი ამ ქვეყნის მთავრობა დემოკრატიზაციის კურსის ერთგული დარჩება.
XS
SM
MD
LG