Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის არჩევნებში, სავარაუდოდ, მუსლიმთა საძმო ლიდერობს


ეგვიპტის საპარლამენტო არჩევნების პირველი ეტაპის წინასწარი შედეგებით, დიდი უმრავლესობა მოიპოვა მუსლიმთა საძმომ. ულტრაკონსერვატორულმა ისლამისტმა ჯგუფებმაც კარგი შედეგი აჩვენეს. როგორც ვარაუდობენ, წინასწარი შედეგები ოფიციალურად დღეს მოგვიანებით გამოცხადდება. საბოლოო შედეგები კი იანვარში გახდება ცნობილი, რადგან კენჭისყრა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და პროცესი ექვსი კვირის განმავლობაში გასტანს. ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც თებერვალში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობა დაამხეს. მუსლიმთა საძმო - ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ისლამისტი ჯგუფი ეგვიპტეში - მუბარაქის პერიოდში აკრძალული იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ის რეჟიმის ყველაზე ძლიერ ოპოზიციად ჩამოყალიბდა.
XS
SM
MD
LG