Accessibility links

logo-print

გავრცელებული ცნობებით, გერმანიაში იძიებენ ამერიკულ ბაზაზე ირანის მხრიდან თავდასხმის გეგმას


გერმანიის გაზეთ „ბილდის“ ცნობით, ქვეყნის მთავარი პროკურორი იძიებს ცნობებს, რომ ირანი გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმას გეგმავდა. „ბილდი“ ციტირებს გენერალურ პროკურორს, ჰარალდ რანგეს, რომელიც ადასტურებს, რომ გამოძიება დაწყებულია - და აცხადებს, რომ გერმანელი ბიზნესმენი ამ გეგმასთან დაკავშირებით ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, და ის შეხვდა ბერლინში მომუშავე ირანელ დიპლომატებს. გავრცელებული ცნობებით, გეგმა ითვალისწინებდა გერმანიაში ამერიკის ბაზებზე თავდასხმას იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანზე მიიტანდა იერიშს.
XS
SM
MD
LG