Accessibility links

logo-print

დიპლომატები: ევროკავშირმა ირანისთვის დაწესებული სანქციები განავრცო


ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში შეთანხმდნენ, რომ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ 180-დე ინდივიდსა თუ კომპანიაზე განავრცობენ იმის გამო, რომ ირანი უარს აცხადებს დამორჩილდეს საერთაშორისო მოთხოვნებს ბირთვული პროგრამის შეჩერების თაობაზე. დასავლური საინფორმაციო სააგენტოები ანონიმურად დატოვებულ დიპლომატებზე დაყრდნობთ ავრცელებენ ცნობებს, რომ მინისტრებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება იმუშაონ დამატებით სადამსჯელო სანქიცებზეც, რომელთა სამიზნე ირანის ნავთობისა და გაზის სექტორი იქნება. ამ ნაბიჯების ფონია სამშაბათს თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმა. ევროკავშირს უკვე დაწესებული აქვს სანქციები ასობით ირანული კომპანიისთვის. ერთ-ერთი ოფიციალური პირის ცნობით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე სირიის სანქციების სიაც განიხილეს და მას კიდევ 11 კომპანია და 12 ინდივიდი დაუმატეს - რათა გაზარდონ ზეწოლა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადზე, საპროტესტო აქციების მონაწილეებზე მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი რეპრესიების გამო.
XS
SM
MD
LG