Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს შეფასებით, სირიაში სამოქალაქო ომია


გაეროს მონაცემებით, სირიაში 4000-ს გადააჭარბა დაღუპულების რიცხვმა მას შემდეგ, რაც რვა თვის წინ დაიწყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით. აქციებზე ხელისუფლების რეაქცია არის რეპრესიები, რომელთა მსხვერპლადაც მიიჩნევენ ათასობით პირს. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნავი პილაიმ დღეს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულების რიცხვი სინამდვილეში შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. პილაიმ გამოთქვა აგრეთვე შეფასება, რომ სირიაში სამოქალაქო ომია, რადგან სულ უფრო მეტი ჯარისკაცი გადადის მმართველ რეჟიმთან დაპირისპირებულთა მხარეზე. დღესვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაცხადეს, რომ ამკაცრებენ სანქციებს სირიის ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG