Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში გრძელდება ჯიოევას მომხრეთა აქცია


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გრძელდება დაპირისპირება, რომელიც მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს. კანდიდატმა ალა ჯიოევამ, რომელიც თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, ულტიმატუმით მიმართა დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის მოთხოვნით, გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილება არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და აღიარებულ იქნეს არჩევნებში ჯიოევას გამარჯვების ფაქტი. ულტიმატუმი, რომლის ვადაც ხუთშაბათს, 18 საათზე ამოიწურა, არ შესრულებულა. ჯიოევას მომხრეებმა კარვები გაშალეს ცხინვალის ცენტრში და აცხადებენ, რომ დაუმორჩილებლობის აქციებს გააგრძელებენ, სანამ კოკოითი არ დააკმაყოფილებს ჯიოევას მოთხოვნებს. ხუთშაბათსვე ცხინვალში გაიმართა ჯიოევას შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სერგეი ვინოკუროვთან. საუბარი, როგორც ჩანს, უშედეგოდ დასრულდა - გავრცელებული ცნობებით, ჯიოევა აცხადებს, რომ ვინოკუროვთან მოლაპარაკება ხვალაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG