Accessibility links

logo-print

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო სირიასთან დაკავშირებით იკრიბება


გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო დღეს ჟენევაში საგანგებო სხდომას ჩაატარებს სირიაში შექმნილი ვითარების განსახილველად. კვირის დასაწყისში გაერომ სირიის უშიშროების ძალებს ბრალი დასდო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის მკვლელობებში, წამებაში და გაუპატიურებებში. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს დამოუკიდებელი კომისიის მოხსენებაში, რომელიც იკვლევდა ძლის გამოყენებას რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG