Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები


მანანა მანჯგალაძე

მანანა მანჯგალაძე

ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე და ჰუმანური მოსაზრებებით. მანანა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ფუქსისა და ფრენკელის ასაკი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენები შარშან ოქტომბერში, ბათუმში დააკავეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. სასამართლომ რონი ფუქსს 6 წლითა და 6 თვით, ზეევ ფრენკელს კი, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ორივე მთგანი ბრალდებას დღემდე კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG