Accessibility links

logo-print

ეროსი კიწმარიშვილმა მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას


ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებთან დაპირისპირებულმა ეროსი კიწმარიშვილმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. კომისიის პრესსპიკერის ხატია ყურაშვილის განმარტებით, ეროსი კიწმარიშვილი ითხოვს, რომ საკაბელო ოპერატორებმა არ გაავრცელონ ”მაესტროს” სიგნალი. ”კომუნიკაციების ეროვნული კომისია არასდროს ერეოდა საკაბელო ოპერატორების საქმიანობაში და ისინი მაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად წყვეტენ, რომელი არხი ჩასვან საკუთარ საკაბელო ქსელში”, - განაცხადა ხატია ყურაშვილმა. მისივე თქმით, კომისია ”მაესტროს” დამფუძნებლებს და მმართველ კომპანიას კვლავ მოუწოდებს, დავა სამართლებრივი გზით გადაწყვიტონ და ჟურნალსიტებს მოვალეობის თავისუფლად შესრულების საშუალება მისცენ.
XS
SM
MD
LG