Accessibility links

logo-print

გაერო სირიის საქმის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემას ითხოვს


გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელი დღეს გამოვიდა მოწოდებით სირიაში შექმნილი ვითარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს განსახილველად. ამ მოწოდების ფონია გავრცელებული ცნობები, რომ ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებზე მთავრობის მხრიდან გატარებულ რეპრესიებს მოჰყვა ქმედებები, რომელთაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, ნავი პილაის განცხადებით, სირიიდან გავრცელებული ახალი ცნობები ქმნის იმის საფუძველს, რომ გაერომ სირიის საქმე ჰააგაში განთავსებულ სასამართლოს გადასცეს. დამოუკიდებელი გამომძიებლების ცნობით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ბრძანებების საფუძველზე უსაფრთხოების ძალები სამოქალაქო პირებს ხოცავენ და აწამებენ. პილაის თქმით, მას შემდეგ, რაც მარტში ანტი-სამთავრობო გამოსვლებზე ზეწოლა დაიწყო, 4,000-ზე მეტი ადამიანი - მათ შორის 307 ბავშვი - მოკლეს, 14,000-ზე მეტი პირი კი დაკავებულია.
XS
SM
MD
LG