Accessibility links

მედვედევი ამომრჩევლების წინაშე გამოვიდა


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, დღევანდელ სატელევიზიო გამოსვლაში ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა „სწორი არჩევანი“ გააკეთონ კვირას დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. მედვედევი, რომელიც მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ სიის პირველი ნომერი იქნება, აცხადებს, რომ ქვეყანას „სანდო საკანონმდებლო ორგანო“ სჭირდება, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პოლიტიკოსებით იქნება დაკომპლექტებული და არა ისეთი მწვავე განხეთქილებების მქონე პარლამენტი, რომელიც რუსეთში 1990-იან წლებში მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG