Accessibility links

logo-print

ალა ჯიოევა პირადად არ მონაწილეობს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ალა ჯიოევა - რომელიც თავს გამარჯვებულად მიიჩნევს - შეუძლოდ არის და ამ მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, რომელიც რუსეთის წარმომადგენლების შუამავლობით იმართება. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ დღეს აცნობა დე-ფაქტო მთავრობიდან წყარომ. ჯიოევას ინტერესებს მოლაპარაკებებზე მისი ნდობით აღჭურვილი პირები - ალან პლიევი და ვლადიმირ კელიხანოვი - წარმოადგენენ. ამასთან, ვრცელდება ჯიოევას სიტყვები, რომ ის ვერ ხედავს მიზეზს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, სერგეი ვინოკუროვთან შესახვედრად - რომელაც ის თავის პოლიტიკურ ოპონენტების სასარგებლოდ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG