Accessibility links

logo-print

ეგვპიტეში მუსლიმთა საძმო მეტოქეებს მოუწოდებს შეურიგდნენ არჩევნების შედეგებს


ეგვიპტეში მუსლიმთა საძმომ თავის პოლიტიკურ მეტოქეებს მოუწოდა შეურიგდნენ ხალხის მიერ გამოხატულ ნებას მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველი ეტაპების შედეგებმა საძმოს მიერ შექმნილ პარტიას პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილის მოპოვების პერსპექტივა შეუქმნა. ეს 6 ათწლეულის მანძილზე პირველი თავისუფლად არჩეული პარლამენტი იქნება ამ ქვეყნისთვის. გავრცელებულ განცხადებაში საძმო ამბობს - მათ, ვინც წარმატება ვერ მოიპოვეს, უფრო მეტი უნდა გააკეთონ საიმისოდ, რომ შემდეგ ჯერზე მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერაო. მეტოქეები საძმოს მიერ დაარსებულ თავისუფლებისა და სამართლის პარტიას ბრალს დებენ, რომ მან ხმები იაფი საკვებისა და წამლების დარიგებით მოიპოვა და საარჩევნო უბნების წინ კამპანიის წარმოებით საარჩევნო კანონი დაარღვია.
XS
SM
MD
LG