Accessibility links

კლინტონი: სირია ასეთი იზოლირებული არასოდეს ყოფილა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, სირია არასოდეს ყოფილა ისეთ იზოლაციაში, როგორც ახლა - მას შემდეგ, რაც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ დაგმო საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სირიაში გატარებული რეპრესიები. კლინტონის თქმით, აშშ მხარს უჭერს საბჭოს მცდელობას სააშკარაოზე გამოიტანოს ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა „ადამიანის უფლებების დამრღვევებმა პასუხი აგონ“. 47 წევრისგან შემდგარმა უფლებათა ფორუმმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა ევროკავშირის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც გმობს უფლებების „მნიშვნელოვან და სისტემურ“ დარღვევას. რუსეთი და ჩინეთი იმ ოთხ ქვეყანას შორის იყვნენ, ვინც ხმა წინააღმდეგ მისცა.
XS
SM
MD
LG