Accessibility links

ლონდონიდან გაძევებული ირანელი დიპლომატები შინ დაბრუნდნენ


ირანელი დიპლომატები, რომლებიც ლონდონიდან გააძევეს, თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე მიტანილი იერიშის პასუხად, თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს, ირნას ცნობით, დიპლომატებს აეროპორტში 150-მდე ადამიანი დახვდა - თუმცა, როგორც იუწყებიან, მთავრობა ოფიციალური დახვედრის მოწყობის წინააღმდეგი იყო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა 30 ნოემბერს გასცა ბრძანება, რომ ირანელ დიპლომატებს ბრიტანეთი 48 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ. ერთი დღით ადრე თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე დემონსტრანტებმა მიიტანეს იერიში და ის დაარბიეს.
XS
SM
MD
LG