Accessibility links

ცხინვალში უშედეგოდ დასრულდა კონსულტაციები


ცხინვალში უშედეგოდ დასრულდა კონსულტაციები დე-ფაქტო ხელისუფლების და მისი ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრას ალა ჯიოევა - რომელიც თავს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვეულად მიიჩნევს - ავადმყოფობის, ბრონქიტის გამო არ დასწრებია. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი, ანატოლი ბარანკევიჩი მხარდამჭერებთან გავიდა და მათ ოპოზიციის ახალი მოთხოვნები გააცნო. ოპოზიცია დაუყონებლივ მოითხოვს ჯიოევას გამარჯვების აღიარებას, კოკოითის და მისი ხელისუფლების გადადგომას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას საპრეზიდენტო ინაუგურაციის მომზადებას და ჩატარებას. ბარანკევიჩის თქმით, თუ ორშაბაათამდე ეს მოთხოვნები არ შესრულდება საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქციას გაფიცვაც დაემატება და ხალხი სამსახურში არ წავა. ჯიოევას მომხრეები ცენტრალურ მოედანზე რჩებიან და აქციების შეწყვეტას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG