Accessibility links

logo-print

ვლადიკავკაზში ჟურნალისტი მარია პლიევა დააკავეს


ვლადიკავკაზში დაკავებულია ჟურნალისტი და ბლოგერი მარია პლიევა. ეს ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელმა“ გაავრცელა. გამოცემის ბლოგერის ალან ცხურბაევის ცნობით, რომელიც ამჟამად ცხინვალში იმყოფება, მარია პლიევა ვლადიკავკაზში თავისუფლების მოედანზე დააკავეს და ერთ–ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. მოედანზე ალა ჯიოევას მხარდამჭერი მიტინგი უნდა გამართულიყო. პლიევასთან მილიციის თანამშრომლები მივიდნენ და მის ინტერნეტბლოგთან დაკავშირებით ახსნა–განმარტება მოსთხოვეს. ამის შემდეგ მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც საკუთარ ბლოგზე პოლიციელების შეურაცხმყოფელი უცენზურო გამონათქვამების გამო ხულიგნობის ბრალდებას უყენებენ.
XS
SM
MD
LG