Accessibility links

logo-print

ჯიოევას წარმომადგენელი: მოლაპარაკება ადგილიდან დაიძრა


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, ალა ჯიოევას ნდობით აღჭურვილი პირი, გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი აცხადებს, რომ კრემლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან დაწყებული მოლაპარაკება საფუძველს ქმნის თავშეკავებული ოპტიმიზმისთვის. ამ ცნობას სააგენტო „რეგნუმი“ ავრცელებს. ბარანკევიჩის თქმით, კრემლის წარმომადგენელთან „კონსტრუქციული“ დიალოგი გაიმართა, მას ალა ჯიოევას მომხრეთა მოთხოვნების ყველა პუნქტი გააცნეს და ახლა ამ პუნქტების განხილვა კოკოითის გუნდთან მოხდება. ბარანკევიჩის განცხადებით, მოლაპარაკების დღევანდელმა რაუნდმა გააჩინა იმედი, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა მოხერხდება.
XS
SM
MD
LG