Accessibility links

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია


რუსეთში ახალი პარლამენტის არჩევნები მინდინარეობს. ხმის მიცემის უფლება 110 მილიონამდე ამომრჩეველს აქვს. პარლამენტის ქვედა პალატაში - სახელმწიფო დუმაში - 450 ადგილისთვის შვიდი პარტია იბრძვის. წინასწარი გამოკითხვებით, ჩნდება ვარაუდი, რომ მმართველი პარტია, ერთიანი რუსეთი, ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს - თუმცა მას ამჟამინდელ 315 ადგილზე ნაკლები ექნება ახალ პარლამენტში. როგორც ვარაუდობენ, კომუნისტები, ლიბერალ-დემოკრატები და სამართლიანი რუსეთიც კარგ შედეგს აჩვენებენ. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ კენჭისყრა უსამართლია, რადგან მთავრობა ერთიან რუსეთს ფინანსებით და სატელევიზიო ეთერის გამოყოფით ეხმარება. ამასთან, ისინი თვლიან, რომ ერთიანი რუსეთის შედეგის გასაძლიერებლად ხმების გაყალბებაც მოხდება.
XS
SM
MD
LG