Accessibility links

რუსეთში არჩევნების დღეს დამოუკიდებელ ვებსაიტებზე იერიში მიიტანეს


რუსეთში სავარაუდოდ ჰაკერებმა დღეს იმ რამდენიმე ვებსაიტზე მიიტანეს იერიში, რომლებიც არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელ მონაცემებს ავრცელებდნენ. ვებსაიტები მწყობრიდან გამოვიდა და, შესაბამისად, დღევანდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი მედია იქცა. თბილისის დროით დილის 6 საათზე გათიშეს რუსეთში დარჩენილი ბოლო დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფის, „გოლოსის“ საიტი. ამ ჯგუფს ნაწილობრივ ევროპის კომისია აფინანსებს. კიბერ-შეტევა განხორციელდა ასევე კრემლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამორჩეული რადიოსადგურის, ეხო მოსკვის, მოსკოუ ნიუ ტაიმსის და ყოველკვირეული ჟურნალის, ბოლშოი გოროდის ვებსაიტებზე - ისევე, როგორც ახალი ამბების საიტებზე, Slon.ru-ზე და publicpost.ru-ზე. დღეს შუადღის მონაცემებით, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვებსაიტს კიბერ-შეტევა არ შეხებია.
XS
SM
MD
LG