Accessibility links

logo-print

სირიაში გრძელდება ძალადობრივი რეპრესიები


სირიიდან მოსული ცნობების თანახმად - სადაც უკვე რვა თვეა მიმდინარეობს ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ - კიდევ სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა ძალადობის ახალ ტალღას. უფლებადამცველების მონაცემებით, ყველაზე სისხლიანი ინციდენტი ჩრდილოდასავლეთის ქალაქ იდლიბში, თურქეთთან საზღვრის ახლოს მოხდა - იქ უსაფრთხოების ძალების შვიდი წევრი, ხუთი მეამბოხე სამხედრო და სამი სამოქალაქო პირი ემსხვეპლა სროლას. გავრცელებული ცნობებით, ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა ცენტრალურ პროვინცია ჰომსშიც. არაბთა ლიგამ სირიას დღეს დღის ბოლომდე მისცა ვადა ხელი მოაწეროს ინიციატივას, რომელიც ძალადობრივი რეპრესიების დასრულებას ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სირიას სანქციები დაეკისრება.
XS
SM
MD
LG