Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ხმა მისცა


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ოპოზიციონერმა ალა ჯიოევამ, დღეს ხმა მისცა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში. პარალელურად, მისი მომხრეები და ნდობით აღჭურვილი პირები განაგრძობენ მოლაპარაკებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან სერგეი ვინოკუროვთან. თავად ჯიოევა ბრონქიტის გამო ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებდა. ორი დღის განმავლობაში დღეს იგი პირველად გავიდა მომხრეების წინაშე - რომლებიც ცხინვალის ცენტრში მიტინგს მართავდნენ - და მათ მოუწოდა გამარჯვების მოპოვებამდე არ დაიშალონ. „ჩვენ ბუტაფორიული კი არა, ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთის არჩევანის უფლებას და ვთვლით, რომ რუსეთმაც უნდა სცეს პატივი ჩვენს არჩევანს“ - განაცხადა მან. მიტინგის დაწყებამდე ჯიოევამ კომენტარი გააკეთა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, აცამაზ ბიჩენოვის განცხადებაზე, რომ სასამართლო ჯიოევას სარჩელს ორშაბათს განიხილავს. ჯიოევას შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ ველს სცილდება.
XS
SM
MD
LG