Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასულიერო პირი ბრიტანეთის საელჩოზე მიტანილ იერიშს „უკანონოს“ უწოდებს


ირანში მაღალი რანგის სასულიერო პირმა მწვავედ გააკრიტიკა თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე რეჟიმის მომხრე ასობით დემონსტრანტის მიერ მიტანილი იერიში და მას „უკანონო“ უწოდა. ახალი ამბების სააგენტო „ისნა“ ავრცელებს ცნობას, რომ აიათოლა აჰმად ხათამიმ „ღიად“ განაცხადა შემდეგი ტექსტი: „მე საელჩოებზე იერიშის მიტანის და მათი ოკუპირების წინააღმდეგი ვარ. საელჩოზე თავდასხმა და მისი ოკუპაცია ქვეყანაში შეჭრის მსგავსი ქმედებაა და უკანონოა“. ხათამი ირანის უზენაეს ლდიერთან, აიათოლა ალი ხემენეისთან დაახლოებული პირია. მისი განცხადებები ამ ეტაპისთვის წარმოადგენს ყველაზე მწვავე რეაქციას, რომელიც სამშაბათს ბრიტანეთის საელჩოზე და მეორე დიპლომატიურ ობიექტზე კოორდინირებულ იერიშს მოჰყვა. ბრიტანეთი ირანის რეჟიმს თავდასხმებთან კავშირში სდებს ბრალს. საპასუხო ზომის სახით მან ირანიდან თავისი მთელი დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიწვია, დიდი ბრიტანეთიდან კი ყველა ირანელი დიპლომატი გააძევა.
XS
SM
MD
LG