Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის განცხადებას ავღანეთში ISAF-ი ეხმაურება


ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო
ირანის მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის აღმოსავლეთში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ხომალდი, RQ-170 ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიგდეს ხელში. ირანის არაბულენოვანმა, სატელიტურმა არხმა ალ-ალამმა გაავრცელა ცნობა, რომ ხომალდი მცირე დაზიანებით ჩამოაგდეს, როცა ის აღმოსავლეთით „მცირე ხნით შეიჭრა“ ირანის ტერიტორიზე. ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო ძალის განცხადებით, საქმე „შესაძლოა“ ეხებოდეს ამერიკულ თვითმფრინავს, რომელთან კონტაქტიც მისმა ოპერატორებმა გასულ კვირაში დაკარგეს, როცა ის ავღანეთის თავზე ასრულებდა ფრენას. ივლისში ირანელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის ექსპერტებს აჩვენეს რამდენიმე ამერიკული თვითმფრინავი, რომლებიც, მათი თქმით, ბოლო წლებში იქნა ჩამოგდებული. ამ ამბის ფონია გასულ კვირაში თეირანში ბრიტანეთის საელჩოზე მიტანილი იერიში. ირანს თავისი ბირთვული პროგრამის თაობაზე დიდი ხანია უთანხმოება აქვს აშშ-სა და მის მოკავშირეებთან. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ამ პროგრამას ბირთვული იარაღის შესაქმნელად იყენებს - თეირანი კი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG