Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ედინაია როსსია” კარგავს საკონსტიტუციო უმრავლესობას


რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტია ”ედინაია როსსია” სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობას (დეპუტატების რაოდენობის ორ მესამედს) კარგავს. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჩუროვმა განაცხადა, რომ ბიულეტინების 95%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ”ედინაია როსსია” პარლამენტში 450-დან 238 ადგილს იკავებს. კომუნისტურ პარტიას 92 ადგილის მიღების შესაძლებლობა აქვს, ”სპრავედლივაია როსსიას” - 64-ს, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას სავარაუდოდ 56 მანდატი ერგება. არჩევნებში მონაწილე კიდევ სამმა პარტიამ ვერ გადალახა შვიდპროცენტიანი ბარიერი. ეს პარტიებია - ”იაბლოკო”, ”პატიორი როსსიი” და ”პრავოე დელო”. რუსეთის ადგილობრივი პარლამენტების არჩევნებშიც, რეგიონებისმ უმრავლესობაში ”ედინაია როსსია” ლიდერობს. ამომრჩეველთა აქტივობა 60,2% იყო. ვლადიმირ ჩუროვის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 117 საჩივარია შესული.
XS
SM
MD
LG