Accessibility links

logo-print

არჩევნების წინა დღეს მოსკოვში დააკავეს 250-ზე მეტი ოპოზიციონერი


არჩევნების წინა დღეს მოსკოვში სხვადასხვა საპროტესტო აქციის 250-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, სამართალდამცავებზე დაყრდნობით, ”ინტერფაქსი” ავრცელებს. ოპოზიციონერებმა, როგორც თვითონ თვლიან, უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად სამი აქციის ჩატარება სცადეს. ყველაზე მეტი პირი ”ტრიუმფალურ მოედანზე” დააკავეს, სადაც ”სტრატეგი-31”-ის მომხრეები შეეცადნენ შეკრებას. არჩევნების წინა დღეს დაკავებულთა შორის არიან: ”დრუგაია როსსიას” ლიდერი ედუარდ ლიმონოვი, ”ლევი ფრონტის” კოორდინატორი სერგეი უდალცოვი, ნაციონალისტური ორგანიზაციების ლიდერები.
XS
SM
MD
LG