Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში იმართება საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთზე


გერმანიის ქალაქ ბონში ავღანეთის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ სალეჰი, სულ - 85 ქვეყნისა და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. პაკისტანი ბოიკოტის ნიშნად არ მონაწილეობს კონფერენციაში ნატოს მიერ განხორციელებული ოპერაციის გამო (24 პაკისტანელი მესაზღვრე დაიღუპა). კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ ავღანეთის განვითარების გეგმაზე მას შემდეგ, რაც ქვეყანას ნატოს ძალები დატოვებენ. კონფერენციის წინა დღეს ჟურნალ ”შპიგელს” ავღანეთის პრეზიდენტმა განუცხადა, რომ ავღანეთს 2024 წლამსდე დასჭირდება ფინანსური დახმარება სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისთვის.
XS
SM
MD
LG