Accessibility links

სარკოზი და მერკელი განიხილავენ ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგს


ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე პარიზში ერთმანეთს შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. მოელიან, რომ 9 დეკემბრის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები გამოაქვეყნებენ ევროზონის ვალის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას. სარკოზის თქმით, საფრანგეთსა და გერმანიას უმთავრესი როლი აკისრიათ „ევროზონის სტაბილურობაში“, რაც უნდა დაეხმაროს ევროს, გადალახოს არსებული ვალის კრიზისი საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში. საუბარია ევროზონის ქვეყნების მჭიდრო საბიუჯეტო კავშირის შექმნისა და საბიუჯეტო დისციპლინის დაცვაზე ყველა წევრი სახელმწიფოს მხრიდან. გეგმის დამტკიცებამ უნდა უზრუნველყოს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღება ანდა სხვა კომბინაცია ევროპის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.
XS
SM
MD
LG