Accessibility links

logo-print

სლოვენიის არჩევნებში ახალი პარტია იმარჯვებს


არასრული ოფიციალური მონაცემებით, სლოვენიის არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ახალმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამ, რომელსაც ლიუბლიანას მილიონერი მერი ხელმძღვანელებს. ხმების 40 პროცენტის დათლვის შედეგად, ზორან იანკოვიჩის პარტიამ „პოზიტიურმა სლოვენიამ“ ხმების 29 პროცენტი დააგროვა და მცირედით აჯობა სლოვენიის დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 26 პროცენტი ერგო. ევროზონის ქვეყნებში ვალის კრიზისმა უკვე გამოიწვია ხელისუფლების შეცვლა პორტუგალიაში, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთში.
XS
SM
MD
LG