Accessibility links

logo-print

ხორვატიის არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ


კვირას საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ხორვატიაში, სადაც საზოგადოებრივი კვლევები გამარჯვებას ზორან მილანოვიჩის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას უწინასწარმეტყველებენ. 4.3 მილიონიანი მოსახლეობის ხორვატია ადრიატიკის ზღავში მდებარე პოპულარული საკურორტო ქვეყანაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა, თუმცა 2009 წლის კრიზისმა შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა გაანახევრა. ოქტომბრის მონაცემებით, უმუშევრობა ქვეყანაში 17.4 პროცენტის დონეზე იყო, ხოლო ათასობით დაქირავებული ხელფასის გარეშე მუშაობს. ხორვატია 2013 წელს აპირებს ევროკავშირში შესვლას.
XS
SM
MD
LG